среда, 16 сентября 2015 г.

,,როდესაც ასე ახლოა გრემი"-ოთარ ჭილაძე - ინტეგრირებული პროქეტი( ქართული, გეოგრაფია, ხელოვნება,ისტორია)

22სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ქეთევან შავერდოშვილი
რაიონი

სკოლა
№ 6
ქალაქი
რუსთავი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ოთარ ჭილაძის ლექსი ,, როდესაც ასე ახლოა გრემი“
თემის შინაარსი
პროექტი ითვალისწინებს ეტაპობრივად მუშაობას: ექსკურსია გრემში, ჯგუფების განაწილება საგნების მიხედვით. ჯგუფებს მიეცემათ  შესაბამისი დავალებები, მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება მუშაობის პროცესი. ბავშვები წარმოადგენენ საკუთარ შემოქმედებას, შექმნიან წიგნს, ნახატებს, ვიდეო და ფოტო მასალას.პროექტი შეჯამდება საგაკვეთილო პროცესში პრეზენტაციის სახით.
საგანი
ქართული ლიტერატურა
დონე/კლასი  
VIII
განხორციელების დროის ჩარჩო
 2 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
·         მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
·         ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას (მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
·         გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         სიღრმისეულად ეცნობა პოეზიის ნიმუშს და ზოგადად ქართულ კულტურას.
·         უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.
·         ავითარებს ცნობისმოყვარეობას, ამაღლებს პერსონალურ მოტივაციას.
·         მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და ხდება თავდაჯერებული.
·          სწავლობს თანამშრომლობას.
·          უყალიბებს კომუნიკაბელურობას.
·         პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები მოიძიებენ მასალას და გაანალიზებენ.
·         მოძიებულ ინფორმაციას დაახარისხებენ,გამოიტანენ დასკვნებს.
·         გამოიყენებენ ექსკურსიაზე გადაღებულ ფოტო- ვიდეო მასალას
·         გააკეთებენ პრზენტაციას.
·         მიღებული ცოდნისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე შექმნიან საკუთარ შემოქმედებას.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რამ შეიძლება ამაღელვოს?
თემატური კითხვები
როგორ აისახება ტაძრებისადმი სიყვარული,თაყვანისცემა,ქართულ პოეზიაში?
შინაარსობრივი კითხვები
დაასახელეთ ამ თემაზე შექმნილი პოეზიის ნიმუშები.
პოეტის რა განცდაა გადმოცემული ოთარ ჭილაძის ლექსში, ,,როდესაც ასე ახლოა გრემი...“?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში

ვიცი - ვისწავლე - მინდა ვიცოდე


ურთიერთშეფასება
თვითშეფასება
თანატოლთა ურთიერთ შეფასების ფორმები


თვითშეფასება
ურთიერთშეფასება

პრეზენტაცია

პრეზენტაციის ჩეკლისტი

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტს დავიწყებ გონებრივი იერიშით,ზოგადი კითხვით,რათა დავუკავშირო თემას. შემდეგ გამოვიყენებ ვიცი - ვისწავლე - მინდა ვიცოდე, ამით გავიგებ რა იციან მოსწავლეებმა, რა დონეზე არიან. მუშაობის პროცესში ეტაპობრივად შევავსებთ რა ისწავლეს, დასასრულს კი დაამატებენ რისი ცოდნა სურთ. მუშაობის პროცესში გამოვიყენებ აგრეთვე ურთიერთშეფასებისა და შეფასების ფორმებს რუბრიკების სახით.დასასრულს გავაკეთებ პრეზენტაციის შეფასებას ჩეკლისტებისა რუბრიკების სახით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
  • საბაზისო ცოდნა
  • ინტერნეტში მუშაობის უნარ - ჩვევა
  • კომპიუტერში მუშაობის უნარ - ჩვევა
სასწავლო პროცედურები
დავგეგმეთ ექსკურსია გრემში. ტაძრის ნახვამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ბავშვებში. დაინტერესდნენ ტაძრის ისტორიული წარსულით. გადაიღეს ფოტოები.

პროექტის შემდეგ ეტაპს დავიწყებ ზოგადი კითხვით, რამ შეიძლება აგაღელვოთ? მათი პასუხებიდან გამომდინარე დავუკავშირებ თემას.

წავუკითხავ ოთარ ჭილაძის ლექსს ,,როდესაც ასე ახლოა გრემი...“, გავაანალიზებინებ. მოსწავლეები ისაუბრებენ პოეტის განცდებზე და პარალელს გაავლებენ საკუთარ თავთან, ჰქონდათ თუ არა იგივე განცდა ნანახ ძეგლთან მიმართებაში?

მუშაობის პროცესში მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკებს.

შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს (ლექსს, თხზულებას, ნახატს, მაკეტს, ფოტო გამოფენას ).

პროექტის დასასრულს თითოეული ჯგუფი  გააკეთებს პრეზენტაციას, წარმოადგენს  ლექსის ანალიზს, შეფასებას, ამ ლექსში წარმოდგენილი ტაძრის არქიტექტურას, ისტორიულ წარსულს, გეოგრაფიულ მდებარეობას, საკუთარ ნამუშევარს.

გავაკეთებ პრეზენტაციის შეფასებას რუბრიკის სახით.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         დამატებით დროს განვსაზღვრავთ კვლევის ჩასატარებლად;
·         ვისარგებლებთ სპეციალისტის, მშობლების, ან თანატოლთა დახმარებით;
·         მივაწოდებთ თვალსაჩინოებებს;
·         დავეხმარები კითხვითი დავალებების შესრულებაში.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
·         მიცემული დავალება, დაგეგმოს/აწარმოოს, შექმნან შემოქმედებითი ნამუშევარი ( ლექსი, თხზულება, ნახატი, მაკეტი, ფოტო გამოფენა )
·         პრეზენტაციების მომზადებისას გამოიყენონ დამატებითი მულტიმედიური ფუნქციები (მაგალითად, ხმის ჩაწერა).


სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
პოეზიის ნიმუშები, ფოტოები
ინვენტარი/მასალები
განმარტებითი ლექსიკონი
ინტერნეტრესურსები
Ka .wikipedia.org
Poezia.ge
სხვა რესურსები
ექსკურსია, პედაგოგები, პარალელური კლასის მოსწავლეები, მშობლები












                       პროექტის შეჯამაება

საგაკვეთილო პროცესი დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა,რომელმაც მოკლედ მიმოიხილა 2 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაო პროცესი - 3 წუთი.

პროვოცირების მიზნით დაუსვა რამდენიმე შეკითხვა და მოასმენინა ვიდეო მასალა,სადაც თვითონ ოთარ ჭილაძე  კითხულობს  ლექსს - 2წუთი.

მოსწავლეებმა გააკეთეს ლექსის იდეურ - მხატვრული ანალიზი და ისაუბრეს ნანახით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე - 7 წუთი.

ერთ -ერთმა მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი,კერძოდ  წიგნი, სახელწოდებით ,,როდესაც ასე ახლოა გრემი“- 3 წუთი.

გეოგრაფიის პედაგოგის მთავარი მიზანი იყო დეტერმინიზმი,რაც ნიშნავს საზოგადოებისა და გეოგრაფიული გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას.
შესაბამისად მოსწავლეებმა იმსჯელეს მასწავლებლის დახმარებით,თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა გრემის მშენებლობაში მის ფიზიკურ - გეოგრაფიულ მდებარეობას,კერძოდ გაშლილი ინწობის ხეობაში ხელისგულივით გამოჩენილიყო მტერი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეო მასალა,სადაც აღწერილი იყო ისტორიულ პროცესში ქ.გრემის ცხოვრება,ვაჭრობა და ინფრასტრუქტურა (თიხის მილები, წყალგაყვანილობა,შადრევნები ) -10 წუთი.


ხელოვნების ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაციის სახით ტაძრის არქიტექტურა და მიღებული შთაბეჭდილებები გამოხატეს ნახატებით -5 წუთი.


ისტორიულმა ჯგუფმა მიმოიხილა გრემის წარმოშობის ისტორია, პრეზენტაციის მსვლელობისას დროდადრო ირთვებოდა დოკუმენტალური ვიდეო მასალა,რომელმაც რეალურად გააცოცხლა ისტორიული პერსონაჟები - 15 წუთი.



Комментариев нет:

Отправить комментарий